უსამართლობა
ისევ ჩამოჰკრა წუთისოფლის მტანჯველმა ზარმა
და საქართველოს ძლიერ დიდი ტკივილი ამცნო
არ მოისვენა საიქიოს მქროლვარე ქარმა
და გამოგვტაცა პიროვნება ვით მამა სათნო . . .
ვერ აიტანე ჭაბუკების სისხლის გაღება,
თქვენ ხომ მათ გაზრდას შეალიეთ წუთისოფელი,
როგორ გიყვარდათ სტუდენტების გულის გაღება
და მოსმენილი მათი სულის საგალობელი.
არა არ მოკვდით ! თქვენ ხომ ისევ ცოცხლობთ ჩვენს გულში !
ჩვენში ანთიხართ მომავლის და იმედის სანთლად,
ისევ მდუმარედ გამოგვხედავთ ბავშვებს თვალებში
და მამურ სითბოს წავიკითხავთ სახეზე ნათლად.
არა არ მინდა დაგინახოთ წყნარი და მშვიდი
ნუთუ არ ხდება ღმერთო ახლა უსამართლობა?
რატომ წაგვართვი, ჩაგვიტეხე ჩვენს შორის ხიდი?
დრო არ მომეცი ერთხელ მეთქვა მისთვის მადლობა. . .
თქვენს პიროვნებას არ სჭირდება ჩემი შემკობა
ყველა მათგანმა იცის თქვენი დიადი სული
როგორც ჩანს ღმერთმა კარგთა შორის ამოგარჩიათ
და თავის გვერდით დაგიყენათ ვით წმინდა სული . . .
ბატონო გივი ნუ გაგვწირავთ,ნუ მიგვატოვებთ,
კიდევ გვჭირდება თქვენი სითბო და სიყვარული
თქვენი სიტყვები და დარიგება რომ მოგვაკლდება,
ძნელი იქნება თქვენს გარეშე ცხოვრება რთული. . .
მაგრამ უფალსაც დასჭირდება მჯდომარე გვერდით,
კაცი დიადი, კაცი ბრძენი, ასეთი ბედით . . .
თავს ვინუგეშებ თქვენს გვერდზე ყოფნის ლამაზი წლებით,
და იმ მომავლით, როცა კიდევ ერთხელ შევხვდებით . . .
არიადნა ქიტიაშვილი - 2008 წლის 30 ივლისი . .
* * *
ჩვენს ძვირფას დეკანს ბატონგივი ხაჩიძეს
* * *
ღმერთმა დაგლოცოთ
დიდხანს იცოცხლეთ,
არ დაგივიწყებთ,
მუდამ იცოდეთ !
მ. თომაშვილი
* * *
თვალები გიღიმით სულ მუდამ,
გული მინათდება, იმ წუთს,
მუდამ მახსოვხართ იცოდეთ
ღმერთსა ვთხოვ, დიდხანს იცოცხლეთ.
კვლავაც აღგეზარდოთ ბევრი სტუდენტი,
კვლავაც აღგეზარდოთ ბევრი სტუდენტი,
სიკეთით აღსავსე გულებით,
მართლაც, თქვენს სითბოს ნამდვილადვხედავთ,
გწამდეთ, რომ თქვენი ყოველთვის გვჯერა.
მარიკა თომაშვილი
დაწყებითი განათლების სპეციალობის სტუდენტი 2001წ. 21 მაისი
Комментариев нет:
Отправить комментарий